08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
იენს სტოლტენბერგი მოსკოვს ნატო-რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, მოსკოვს ნატო-რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ალიანსის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სადამფუძნებლო აქტი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ითვალისწინებს, თუმცა რუსეთმა უპატივცემულობა გამოხატა საქართველოსა და უკრაინის მიმართ, ვინაიდან ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ყირიმის ანექსიამდე ნატოში არავის უფიქრია აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ძალების მობილიზებაზე. ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ძალაში უნდა დარჩეს.

დღის ამბები