08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
კალიფორნიის სამხრეთ სანაპიროზე ოთხი დღეა ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიის სამხრეთ სანაპიროზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ტყის მასივს ცეცხლი 4 დღის წინ გაუჩნდა და მისი გავრცელების არეალმა 900 ჰექტარზე მეტი შეადგინა.

სტიქიასთან გამკლავებას 2 ათასამდე მაშველი ცდილობს. ტყეები სან დიეგოდან 50 კილომეტრის დაშორებით, მექსიკის საზღვრის ჩრდილოეთით იწვის.

ქალაქ პოტრეროდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზად რეკორდულად მაღალი სიცხე სახელდება.

დღის ამბები