08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ანგელა მერკელი გერმანიის თავდაცვითი ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს

ანგელა მერკელი გერმანიის თავდაცვითი ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. განცხადება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში, ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირს ახლა თავის დაცვა არ შეუძლია და ვერც მუდმივად შეერთებულ შტატებთან პარტნიორობას დაეყრდნობა. ამიტომ, მერკელის აზრით, საგარეო საფრთხეებთან გასამკლავებლად, ქვეყანას თავდაცვითი ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდა მოუწევს.

კონკრეტულად რა საფრთხეს გულისხმობდა, გერმანიის კანცლერს არ დაუსახელებია.

დღის ამბები