08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
სამხედროებზე თავდასხმის შემდეგ, იორდანიამ სირიასა და ერაყთან საზღვრები ჩაკეტა

სამხედროებზე თავდასხმის შემდეგ, იორდანიამ სირიასა და ერაყთან საზღვრები ჩაკეტა. ხელისუფლების ცნობით, რეგიონებში აღარ განთავსდება დევნილების ახალი ბანაკებიც.

თავდასხმა სირიის საზღვრის მახლობლად გუშინ მოხდა. დანაღმული სატვირთო, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, იორდანიის საგუშაგოსთან აფეთქდა. შედეგად 6 ჯარისკაცი დაიღუპა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

2011 წელს, სირიის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, მსგავსი თავდასხმა იორდანიაში პირველად მოხდა.

დღის ამბები