08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და ადმინისტრაციული დაკავებები - ევროსაბჭოს სესიაზე რეზოლუციის პროექტი განიხილეს

ადმინისტრაციულ დაკავებებზე რეზოლუციის პროექტი განიხილეს ევროსაბჭოს სესიაზე, რომლის ფარგლებშიც სიტყვით საქართველოს პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი გამოვიდა. მან ადმინისტრაციულ სასჯელებზე ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ იყენებს. 

მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას დასაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე ძალადობრივი ქმედებები განახორციელა.

ჩიორა თაქთაქიშვილი რუსეთის თემასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის დაკანონების შემდეგ, რუს დეპუტატებთან დიალოგი მიუღებელია.

“ალდეს ჯგუფი  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობდა ბოლო დროინდელ თავდასხმებში,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ. საქართველოში არსებობს ასობით საქმე სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაზე, მათი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. ეს შერჩევითი სამართლის ნათელი დემონსტრირებაა,“-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რუსული აგრესიის შესახებაც ისაუბრა. ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, რუსეთი აგრესიას საქართველოში ამ დრომდე ახორციელებს.  

დღის ამბები