08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი დღეს ევროკავშირში დარჩენის საკითხზე რეფერენდუმისთვის ემზადება

დიდი ბრიტანეთი დღეს ევროკავშირში დარჩენის საკითხზე რეფერენდუმისთვის ემზადება. ხმის მიცემა თბილისის დროით დილის 10 საათიდან დაიწყება. ბრიტანეთის 46 მილიონიან ელექტორატს დღეს მოუწევს პასუხი გასცეს ერთადერთ კითხვას - სურთ თუ არა ევროკავშირის დატოვება.

ერთმანეთისგან განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს გამოკითხვები, თუმცა ყველა მათგანში აზრი, მცირედი განსხვავებით, თითქმის ორ ნაწილად იყოფა.

მოსახლეობამ კი ფუნტი სტერლინგების ევროსა და დოლარში გადახურდავება დაიწყო. ექსპერტების აზრით, თუ ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს, ეროვნული ვალუტის კურსი დაეცემა.

ბრიტანელებს ბლოკში დარჩენისკენ უკანასკნელად მოუწოდა პრემიერმა დევიდ კემერონმა. ევროკავშირის მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა. მომავალ კვირაში ამ საკითხზე ისინი გერმანიაში აპირებენ შეხვედრას.

დღის ამბები