08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ევროკავშირში დარჩენის საკითხი - ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს

ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოსახლეობამ ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. საარჩევნო უბნებზე 46 ნახევარი მილიონი ბრიტანელია რეგისტრირებული. სააგიტაციო კამპანია 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი და ოპოზიციის ლიდერი ინტენსიურ შეხვედრებს მართავდნენ ამომრჩევლებთან და მოუწოდებდნენ ხმა მისცენ ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ. ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას ურჩევდნენ ბრიტანელებს ევროპის ლიდერებიც.

რეფერენდუმის საბოლოო შედეგები სავარაუდოდ ხვალ გამოქვეყნდება, როდესაც 12-ივე საარჩევნო ოლქის მონაცემებს დაითვლიან.

დღის ამბები