08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
"დაძაბულობა ყოველთვის იმატებს წინასაარჩევნოდ, ეს არ არის გამონაკლისი საქართველოსთვის"-მანანა კობახიძე

ერთ საათში სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს შესახებ მომზადებულ შუალედურ ანგარიშზე იმსჯელებს. დოკუმენტი კომიტეტის წევრებმა თბილისში ვიზიტის შემდეგ მოამზადეს. მასში საუბარია წინასაარჩევნო გარემოზე და რუსთავი 2-ის საქმეზე.

“ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში, გარკვეული დაძაბულობა ყოველთვის იმატებს წინასაარჩევნოდ. ეს არ არის გამონაკლისი საქართველოსთვის. მთავარია, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რაიმე ტიპის ძალადობას ადგილი არ ჰქონდეს,“-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.

ანგარიშში მოხვდა მონიტორინგის კომისიის წევრების ვიზიტის შემდეგ, კორცხელსა და თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტებიც.

„იმდენი ცუდი და დამაზიანებელი ამბავი ისმის საქართველოდან ყოველ დღე, რომ ამ ყველაფრის დაცვა, ამ ყველაფრის წარმოჩინება, როგორც ბედნიერი ამბების შეუძლებელია. რაც ბევრს ილაპარაკებენ ქართული ოცნების წევრები, მით უფრო უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,"-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

დღის ამბები