08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ბრიტანეთში რეფერენდუმის ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია - ამ მონაცემებით, ევროკავშირიდან გასვლას მხარს 51-%-ზე მეტი უჭერს

ისტორიული რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება დარჩება თუ არა დიდი ბრიტანეთ ევროკავშირში, დასრულდა. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით ღამის 10 საათზე შეწყდა.

მოსახლეობის ოფიციალური გამოკითხვა საარჩევნო უბნებთან არ ჩატარებულა, თუმცა ხმების ნახევარზე მეტის დათვლის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ამ დროისთვის ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას ამომრჩევლების 51 %-ზე მეტმა დაუჭირა მხარი.

ხმების დათვლა რამდენიმე საათში დასრულდება. საბოლოო შედეგებს საარჩევნო კომისია ადგილობრივი დროით 7 საათზე გამოაქვეყნებს.

დღის ამბები