08 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
განცხადებები დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ უკვე გაკეთდა შოტლანდიასა და ჩრდილო ირლანდიაში

რეფერენდუმის შედეგების გამო გაერთიანებული სამეფო შესაძლოა ორი წევრის გარეშე დარჩეს. განცხადებები დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ უკვე გაკეთდა შოტლანდიასა და ჩრდილო ირლანდიაში.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგების თანახმად, შოტლანდიელებს ევროკავშირში დარჩენა სურთ. ნიკოლა სტერჯენმა არ გამორიცხა, რომ შოტლანდიაში შესაძლოა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების რეფერენდუმი ჩატარდეს.

ჩრდილო ირლანდიაში კი აცხადებენ, რომ ბრექსიტის შემდეგ ლონდონი ჩრდილო ირლანდიის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გამტარებელი ვეღარ იქნება. ნაციონალურმა პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ირლანდიასთან გაერთიანების კამპანიის განახლებაზე და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზეა ლაპარაკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები