08 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
გაერთიანებულ სამეფოში რეფერნდუმის ხელახალ ჩატარებას ითხოვენ

გაერთიანებულ სამეფოში რეფერნდუმის ხელახალ ჩატარებას ითხოვენ. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას უკვე მოაწერა ხელი. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით ევროკავშირში დარჩენის მომხრეები აქციებს მართავენ.

რეფერენდუმის შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა ლონდონში რამდენიმე ადგილას შეიკრიბა. ანალოგიური აქცია გაიმართა გლაზგოსა და ედინბურგში. მოსახლეობა ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პეტიციაში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 555 000-ზე მეტი ადამიანი მოითხოვს ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაციის დაწესებას.

საფუძვლად კი რეფერენდუმში მონაწილეთა აქტივობას ასახელებენ. ამ ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს ამ ინიციატივის განხილვა მოუწევს, ვინაიდან, პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. ამ პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობამ კი უკვე 550 ათასს გადააჭარბა.  

მოსახლეობის ნაწილმა ლონდონის მერსაც მიმართა დედაქალაქის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების თხოვნით.

დღის ამბები