08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ამერიკის პრეზიდენტი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებზე მწუხარებას გამოთქვამს

ამერიკის პრეზიდენტი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.

ბარაკ ობამამ სტენფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა დევიდ კამერონს და ანგელა მერკელს.

მან მწუხარება გამოთქვა ბრიტანეთის მოსახლეობის არჩევანის გამო. თუმცა, აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გასვლა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

"ველაპარაკე პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს. დევიდი არის გამორჩეული მეგობარი და პარტნიორი და ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, ევროკავშირიდან ორგანიზებულად გავიდეს. შევთანხმდით, რომ ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური ჯგუფები მჭიდრო კონტაქტს გააგრძელებენ ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ასევე ვესაუბრე კანცლერ მერკელსაც და შევთანხმდით, რომ შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები მომავალშიც ერთად იმუშავებენ. მიუხედევადა იმისა, რომ იცვლება დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა ევროკავშირთან, ჩვენი, ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობა არ შეიცვლება. ის ძველებურად გაგრძელდება. ასევე ევროკავშირი დარჩება ჩვენ შეუცვლელ პარტნიორად. ნატოს ალიანსი დარჩება გლობალური უსაფრთხოების ქვაკუთხედად," - განაცხადა ბარაკ ობამამ.

დღის ამბები