08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ევროკავშირი პირველი სამიტისთვის ემზადება, რომელიც გაერთიანებგული სამეფოს გარეშე ჩატარდება

ევროკავშირი პირველი სამიტისთვის ემზადება, რომელიც დევიდ კამერონის გარეშე ჩატარდება.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში 28 ივნისს ჩავა და ანგარიშსს წარადგენს, რის შემდეგაც სამიტს დატოვებს. მეორე დღეს კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ბრიტანეთის წარმომადგენლის გარეშე განიხილავენ რეფერენდუმის შედეგებს.

ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან კლოდ იუნკერს, მიაჩნია, რომ ოფიციალურმა ლონდონმა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. პარალელურად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია მუდიმ ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი ნეგატიურამდე დაწია.

სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების გამო, ბრიტანეთს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე გაურკვევლობა და ინვესტიციების შემცირება ელის.  

დღის ამბები