08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ევროკავშირი დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ევროკავშირი დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს," - ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, დღეს ბერლინში ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა უკვე დაიწყო.  

გერმანიის, ბელგიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში მიმდინარე შეხვედრაზე ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.



დღის ამბები