08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
პან გი მუნი გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირს შორის ინტენსიურ მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს

გაერთიანებული სამეფოს მიერ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება, ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე, დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა, შეაფასა.

მან გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირს შორის ინტენსიურ მოლაპარაკებებს გაუსვა ხაზი.

"გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა უნდა დაიწყონ ინტენსიური მოლაპარაკებები იმისთვის, რომ პროცესი განსაზღვრონ. დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პრაგმატული გზით წარიმართება. ვიმედოვნებ, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაეროს ძლიერი პარტნიორები იქნებიან არა მარტო განვითარებისა და ჰუმანიტარული საკითხების თვალსაზრისით, არამედ მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხითაც, განსაკუთრებით კი როდესაც საქმე მიგრაციას შეეხება. ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები ეროვნულ საზღვრებთან არ მთავრდება. სრულიად ნათელია, რომ, როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, უფრო ძლიერები ვართ," - განაცხადა პან გი მუნმა.

დღის ამბები