08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ევროკომისიაში ბრიტანეთის წარმომადგენელი თანამდებობას ტოვებს

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების გამო თანამდებობას ტოვებს ევროკომისიაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელიც.

ჯონათან ჰილის განმარტებით, ვინაიდან ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა, მისი მუშაობის გაგრძელება არასწორად მიაჩნია.

მისივე შეფასებით, რაც უკვე გაკეთებულია, იმის შეცვლა შეუძლებელია. გავრცელებული ცნობით, ჯონათან ჰილის მოვალეობას ლატვიელი პოლიტიკოსი ვალდის დომბროვსკისი შეასრულებს, რომელიც ახლა ევროკომისარია ევროს საკითხებში.

დღის ამბები