08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
Brexit - დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ნაწილი ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე - გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ნაწილი ახალი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. პეტიციას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, უკვე მილიონნახევარზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

Brexit-ის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მინიმალური სხვაობის გამო, მოქალაქეების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ხელახალი რეფერენდუმი უნდა დანიშნოს. ამ მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლებიც დაიწყო.

43-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებამ, მოსახლეობასთან ერთად, ორად გაყო ბრიტანეთის პოლიტიკური წრეებიც.

შოტლანდიამ, რომელსაც ორგანიზაციაში დარჩენა სურს, დამოუკიდებლობის საკითხზე მეორე რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა.

რეფერენდუმის შედეგებმა არანაკლები გაურკვევლობა გამოიწვია ევროკავშირშიც.

ორგანიზაციის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს სურთ, რომ ქვეყანამ ბლოკიდან გასვლის პროცედურები, რაც შეიძლება, სწრაფად დაიწყოს. თუმცა, პრემიერ კამერონის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები