08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ვირჯინიის შტატში ყველაძე ძლიერ წვიმას ბოლო 100 წლის განმავლობაში წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა

გადაუღებელ წვიმას დასავლეთ ვირჯინიის შტატში ძლიერი წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა. სამ დღიანმა წვიმამ და წყლის ძლიერმა ნაკადმა შენობები დაანგრია, გზები გაანადგურა და ხიდები წაიღო. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 23 ადამიანი. ათასობით კი უსახლკაროდაა დარჩენილი. დატბორილ რეგიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. გუბერნატორის განცხადებით, ასეთი წყალდიდობა რეგიონს ბოლო ასი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ერლ ტომბლინი ხელისუფლებას დასავლეთ ვირჯინიის სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადებისა და ფედერალური ბიუჯეტიდან დახმარების თხოვნით მიმართავს.

დღის ამბები