08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ესპანეთი დღეს რიგგარეშე არჩევნებით პარლამენტს ირჩევს

ესპანეთი დღეს პარლამენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა. დამკვირვებლები უკვე საუბრობენ ამომრჩევლების მაღალ აქტივობაზე. ეს უკვე მეორე არჩევნებია ბოლო 6 თვის განმავლობაში. რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც დეკემბერში არჩეული პარლამენტის ქვედა პალატა ქვეყნის პრემიერის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდა.

ახალ პარლამენტში მოსახვედრად 4 მთავარი პოლიტიკური ძალა იბრძვის, მათ შორის სახალხო პარტია, რომელსაც მოქმედი პრემიერი ხელმძღვანელობს. წინასწარი ინფორმაციით, ხმების დიდ ნაწილს სწორედ მარიანო რახოის პარტია მოიპოვებს.

დღის ამბები