08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ევროკავშირის მიღმა დარჩენილი ბრიტანეთი-BREXIT-ის ინიციატორებს საკუთარი დაპირებები უკან მიაქვთ

ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ შეგუებია რეფერენდუმის შედეგებს ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ და ქვეყნის პარლამენტის ვებგვერდზე უკვე 3 მილიონამდე ადამიანმა ახალ პეტიციას მოაწერა ხელი ევროკავშირიდან გასვლაზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით.

შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე ეროვნული ვალუტა და ადგილობრივი კომპანიების აქციები საგრძნობლად გაუფასურდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი საპროტესტო ტალღამ მოიცვა.

BREXIT-ის მთავარი დაპირება ეკონომიკური წინსვლა იყო. კამპანია აგებული იყო უცხოური მუშახელისთვის ბაზრის ჩაკეტვაზე და ევროკავშირისთვის ხაზინაში გადასახადების გადახდის შეწყვეტით ჯანდაცვაში კვირაში 350 მილიონი გირვანქის მობილიზებაზე. BREXIT-ელები დღეს უკვე აღიარებენ, რომ აღნიშნული დაპირებები არარეალურია.

რეფერენდუმის შედეგებმა გაერთიანებული სამეფოს არსებობასაც შეუქმნა საფრთხე. შოტლანდიამ უკვე 2-ჯერ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმს მოიწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა მოუწოდა დიდ ბრიტანეთს დააჩქაროს ორგანიზაციიდან გასვლის პროცედურა, BREXIT-ის ინიციატორი ბორის ჯონსონი, რომელიც ქვეყნის ახალ პრემიერად მოიაზრება, არ ჩქარობს.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.

დღის ამბები