08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა - ლიდერები საკითხს რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებულ საკითხს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები ხვალ ბრიუსელში, ევროპარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ.

პარლამენტის წევრები დიდი ბრიტანეთის ამომრჩევლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი გამოეხმაურა. ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას თავი რეფერენდუმის უარყოფითი ეკონომიკური შედეგებისგან.

„არავის არ უნდა შეეპაროს ეჭვი ჩვენს ერთგულებაში ევროპის მიმართ, არც კრემლის ერთპიროვნულ მმართველს და არც შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

დღის ამბები