08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს შვეიცარიას ეწვევა

საქართველოს პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს შვეიცარიას ეწვევა. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტის შეხვედრა.

ვიზიტის დროს გაფორმდება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.

ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გიორგი კვირიკაშვილის შვეიცარიის მთის განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაა, სადაც მთათუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით მუშაობა დაიწყება.

“პრემიერმინისტრს ოფიციალურ ვიზიტს განვიხილავთ, როგრც ახალი ეტაპის დაწყებას ორი  ქვეყნის ურთიერთობაში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც მიღებულ იქნება სამხედრო პატივით შვეიცარიაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება პრემიერის შეხვედრებს შვეიცარიის ეკონომიკის ექსპერტებთან,“- განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში, ირაკლი ყურაშვილმა.

დღის ამბები