08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
ბრიტანეთის რეფერენდუმი - განსახილველად საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები იკრიბებიან

საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების განსახილველად ბერლინში იკრიბებიან. მოლაპარაკებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც დაესწრება.

შეხვედრამდე ფრანსუა ოლანდი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მათ ერთიანი პოზიცია აქვთ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ არსებულ რეალობას.

ოლანდს მიაჩნია, რომ ევროკავშირის ერთიანობის შესანარჩუნებლად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სწორედ საფრანგეთმა და გერმანიამ უნდა აიღონ.

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების განსახილველად დღეიდან ლონდონსა და ბრიუსელში მოლაპარაკებებს იწყებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც.

დღის ამბები