08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
სინგაპურში სამგზავრო თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა

სინგაპურში სამგზავრო თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა. ინციდენტი აეროპორტში ავარიული დაშვების დროს მოხდა. ავიაკომპანია სინგაპურ ეარლაინსის კუთვნილი ბოინგ 777 აფრენიდან 2 საათში იძულებული გახდა, აეროპორტში ძრავის პრობლემის გამო დაბრუნებულიყო.

ბორტზე 22 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი სინგაპური-მილანის რეისს ასრულებდა.

დღის ამბები