08 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ლონდონში დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს

ლონდონში დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრები დევიდ კამერონის რეზიდენციაში ისტორიული რეფერენდუმის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ.

შეხვედრაზე სწორედ რეფერენდუმის შედეგებსა და პრემიერის მიერ გადადგომასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავენ.

პარალელურად, კონსულტაციები მიმდინარეობს ევროპელ ლიდერებს შორის.

დღის მეორე ნახევარში გერმანიის კანცლერი საფრანგეთის პრეზიდენტს, იტალიის პრემიერმინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უმასპინძლებს.

დღის ამბები