08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ევროპელი ლიდერები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე მოლაპარაკებების გრაფიკს განიხილავენ

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების გამო  ევროკავშირის შიგნით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ელისეს სასახლეში ფრანსუა ოლანდმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიღო.

პარიზიდან დონალდ ტუსკი ბერლინში გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკებისთვის გაემგზავრება, სადაც დღის მეორე ნახევარში მათ საფრანგეთის პირველი პირი და იტალიის პრემიერმინისტრიც შეუერთდებიან.

ლიდერები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე მოლაპარაკებების გრაფიკს განიხილავენ.

ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ოფიციალურ პარიზსა და ბერლინს ერთიანი პოზიცია აქვთ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ არსებულ რეალობას.

დღის ამბები