08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა - პეტრო პოროშენკო ბრიუსელში მიემგზავრება

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გამო უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება.

პეტრო პოროშენკო განიხილავს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობაზე.

კონსულტაციების დროს საუბარი შეეხება ევროკავშირის მხარდაჭერის გაგრძელებას უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესში და ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

პეტრო პოროშენკო ასევე გეგმავს, ყურადღება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ვადის გახანგრძლივების მნიშვნელობაზეც გაამახვილოს.

ბრიუსელის პარალელურად, ბერლინში შეხვედრებს უკრაინის პრემიერმინისტრი გამართავს.

დღის ამბები