08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება ნატოს ვარშავის სამიტზე გავლენას არ იქონიებს

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება ნატო-ს ვარშავის სამიტზე გავლენას არ იქონიებს. განცხადება ამის შესახებ ბრიუსელში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.

"დიდი მოლოდინი გვაქვს ნატო-ს სამიტიდან, რომელიც 8-9 ივლისს ჩატარდება. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მონაწილეობა და ბრიტანეთის ჩართულობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ადრე იყო. ველით, ძალიან ძლიერ შეხვედრას მნიშვნელოვანი შედეგებით, რომელსაც ოდნავადაც ვერ შეცვლის კენჭისყრის შედეგები,“ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერიმ.

ჯონ კერი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა, მოლაპარაკებები გაიმართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთანაც.

"მოუთმენლად ველი ნატო-ს სამიტს, რომელიც არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ალიანსის გასაძლიერებლად. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების შემდეგ, ვფიქრობ, ნატო გახდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პლატფორმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის თანამშრომლობისთვის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის ევროპისა და ნატო-ს მოკავშირეებს შორის. ნატო-სა და ევროკავშირის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ბრიტანეთის გადაწყვეტილების შემდეგ ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა," - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ბრიუსელიდან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ლონდონში გაემგზავრება.

დღის ამბები