08 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ბრიტანეთის რეფერენდუმი - ევროპარლამენტში დღეს რიგგარეშე სესია გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს რიგგარეშე სესია გაიმართება. ევროპელი დეპუტატები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.

იმის გამო, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს საშუალება ჰქონოდათ საგანგებო პლენარული სესიისთვის მომზადებულიყვნენ, გუშინ ჩანიშნული ყველა კომიტეტის სხდომა გადაიდო.

პარალელურად, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებმა დიდ ბრიტანეთს გაერთიანებიდან გასვლის პროცედურების დაწყებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ოფიციალურად, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს განცხადებით მიმართავს.  

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის დაახლოებით 52-მა პროცენტმა 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

დღის ამბები