08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
კემერონი რეფერენდუმის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს დღეს პირველად შეხვდება

ბრიტანეთი პრემიერმინისტრი ისტორიული რეფერენდუმის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს დღეს პირველად შეხვდება. დევიდ კემერონი ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან კლოდ იუნკერთანაც გამართავს შეხვედრას, რის შემდეგაც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან საქმიან ვახშამს დაესწრება.

შეხვედრაზე რეფერენდუმის შედეგებსა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფორმალურ ნაბიჯებზე ისაუბრებენ. როგორც დევიდ კემერონმა მანამდე განაცხადა, მისი კაბინეტი არ აპირებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დაწყებას.

კემერონი ოქტომბრამდე პოსტს დატოვებს, ხოლო ყველა გადაწყვეტილებას მისი მემკვიდრე მიიღებს.

დღის ამბები