08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, რომელიც შვეიცარიაში მყოფი ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია.

გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია დღეს საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ფორუმს დაესწრება. დღესვეა დაგეგმილი შეხვედრა შვეიცარიის მთის განვითარების სამინისტროში, სადაც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, განიხილება შვეიცარიის მაგალითი მთათუშეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესადგენად.

დღის ბოლოს კი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. აქცენტი ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, ეკონომიკასა და ინვესტიციებზე გაკეთდა.

„ამ ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ფარავს ვაჭრობის ყველა მიმართულებას, ფარავს როგორც სერვისებს, ისე პროდუქტებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა მეწარმეებმა შეძლონ ყველაზე მაღალ გადახდისუნარიან ბაზარზე, თავისი მომსახურების და პროდუქტების შეტანა,“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

დღის ამბები