08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
"ჩვენ არ გავცვლით რომელიმე ქვეყნის მომავალს რუსეთის ინტერესების გამო" - ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი

ვარშავის ნატოს სამიტამდე ათი დღით ადრე ამერიკელმა გენერალმა ჯეიმს ჯონსმა და დიპლომატმა ნიკოლას ბერნსმა მოამზადეს ანგარიში ნატოს მიზნების და სიძლიერის აღდგენის შესახებ, რომელიც დღეს ატლანტიკურ საბჭოში გამოაქვეყნეს.

ანგარიშში შესულია რამდენიმე რეკომენდაცია ალიანსის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საუბარია შეიარაღებული ძალების მუდმივად განლაგების საჭიროებაზე ბალტიისპირეთსა და პოლონეთში. ასევე ალიანსის საზღვაო მისიის შექმნაზე შავი ზღვის რეგიონში ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, საქართველოს და უკრაინის ძალების მონაწილეობით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს გაფართოების პერსპექტივებს. ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატოში ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ინტერესებს რომელიმე ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი არ შეეწირება.

“ჩვენ არ გავცვლით რომელიმე ქვეყნის მომავალს რუსეთის ინტერესების გამო. ამას არც საქართველოსთან და არც უკრაინასთან მიმართებაში არ გავაკეთებთ. ცივი ომის დასრულების შემდეგ, დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც თვლიდნენ, რომ ყველა ევროპულ ერს აქვს უფლება საკუთარი მომავალი თავად აირჩიოს. ამ ქვეყნებს სურთ იყვნენ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და ჩვენ მოხარული ვიქნებით მივიღოთ ისინი. ვარშავის ხელშეკრულების ჩაშლის შემდეგ ვგრძნობთ, რომ ცენტრალურ ევროპაში პრობლემებია უსაფრთხოების თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, სად ვიქნებოდით ახლა, ნატოს ბალტიის ქვეყნებამდე გაფართოება რომ არ მომხდარიყო,“- განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატოში, ნიკოლას ბერნსმა.

დღის ამბები