08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
თურქეთი და რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობას იწყებენ

თურქეთი და რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობას იწყებენ. განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ადმინისტრაციაში გაკეთდა. თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხარეებმა მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობაზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, დაძაბულობა ურთიერთობებში ორივე მხარისთვის საზიანოა.

ერდოღანის თქმით, მან ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც მწუხარება გამოთქვა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და რუს კოლეგას ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდა. ოფიციალურმა ანკარამ მოსკოვს სუ-24-ის გამო კომპენსაციის გადახდაც კი შესთავაზა.

დღის ამბები