08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ანგელა მერკელი დიდ ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ პრივილეგიებით სარგებლობას ვეღარ შეძლებს

ანგელა მერკელი დიდ ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ქვეყანა ვერ ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რომელსაც ეს გაერთიანება იძლევა. განცხადება გერმანიის კანცლერმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს გააკეთა.

ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოფიციალურმა ლონდონმა დროულად უნდა შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გასვლის შესახებ და ვიდრე ეს არ მოხდება, ევროკავშირი დიდ ბრიტანეთთან არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

"ვითვალისწინებთ, რომ დიდ ბრიტანეთს ჯერ არ უნდა განაცხადის შეტანა ევროკავშირის დატოვების საკითხზე, როგორც ამას 50-ე მუხლი მოითხოვს. მაგრამ, დიდმა ბრიტანეთმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ არ იქნება არანაირი მოლაპარაკება მათთან, იქამდე ვიდრე ამ განაცხადს არ გააკეთებენ, არც ფორმალური და არც არაფორმალური. მოლაპარაკება არ წარიმართება სარგებლის მიღების პრინციპით, უნდა არსებობდეს სიცხადე საკითხში, სურს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის ოჯახის წევრობა. ნებისმიერი, ვინც გადაწყვეტს ამ ოჯახის დატოვებას და უარს იტყვის მის ვალდებულებებზე ევროკავშირის მიმართ, ვეღარ ისარგებლებს მისი პრივილეგიებით. ევროკავშირი საკმარისად ძლიერია, რომ შეეგუოს დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლა, მხოლოდ 27 წევრით გააგრძელოს მუშაობა და წარადგინოს საკუთარი ინტერესები მსოფლიოში” - განაცხადა ანგელა მერკელმა.

დღის ამბები