08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
აფეთქება, სავარაუდოდ, ოთხმა ადამიანმა მოაწყო, 2 მათგანს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა

თურქეთში ათათურქის აეროპორტში აფეთქება მოხდა. ამ თემაზე გადაცემა არჩევანში თურქეთში მცხოვრები ქართველი, მალინა ბერიკაშვილი, პირდაპირ ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, თურქეთის მედიაში უკვე გაკეთდა შეფასებები და მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებენ, თუმცა ჯერ არც ერთი ორგანიზაცია მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

როგორც გადაცემა არჩევანში თურქეთში მცხოვრები ქართველებისგან გახდა ცნობილი, თურქეთის მედიის ცნობით, აფეთქება მოხდა საერთაშორისო ხაზზე შემავალ ავტო-პარკინგზე და დაშავებული ადამიანების რაოდენობა დიდია. 

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, ოთხმა ადამიანმა მოაწყო, 2 მათგანს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.  

2 აფეთქების და სროლის შედეგად, მინიმუმ, 40 ადამიანია დაშავებული. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.   

დღის ამბები