08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ტერაქტი სტამბოლში - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 36 ადამიანი

სტამბოლში ათათურქის აეროპორტში მომხდარ ორ აფეთქებას და სროლას ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, 36 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 147-ს აღწევს. გარდაცვლილთა შორის სამი თვითმკვლელი ტერორისტია.

შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერით გადაღებული პირველი კადრები ვრცელდება, რომელიც აფეთქების მომენტს ასახავს. პირველადი ინფორმაციით, ერთი აფეთქება საერთაშორისო ტერმინალთან, მეორე კი შესასვლელთან, შენობის გარეთ მოხდა.

აფეთქებამდე კი ტერორისტმა აეროპორტში კალაშნიკოვის იარაღიდან გაისროლა, რაც სათვალთვალო კამერებმა გადაიღო. აეროპორტის დაცვამ საპასუხო ცეცხლის გახსნაც მოასწრო.

პასუხისმგებლობა ტერაქტზე ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ამავე თემაზე
დღის ამბები