08 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. პირველი სამძიმრის წერილი თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯოშ ერნესტმა შეერთებული შტატების სახელით გამოაქვეყნა და დაგმო ტერორისტული თავდასხმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გახშირებულ ძალადობრივ აქტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც სხვადასხვა დაჯგუფება ბოლო პერიოდში ახორციელებს.

კომენტარები გაკეთდა ბრიუსელში ევროპელი ლიდერების მხრიდანაც. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ჩასულმა დევიდ კემერონმა კი, მომხდარის ფონზე პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა, დანარჩენ ევროპასთან ერთად, განაგრძობს უსაფრთხოების კუთხით მუშაობას.

თურქეთს მიუსამძიმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები