08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
საქართველოს საკონსულო - გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

სტამბოლის აეროპორტში გვიანობამდე იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები. ნაწილმა ტერიტორია თურქული მხარის ავტობუსებით დატოვა და სასტუმროებში გადანაწილდა. მათ სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული შეხვდა.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

საკონსულოს ინფორმაციით სტამბოლის პროზექტურაში 35 ცხედარია გადასვენებული. გარდაცვლილთაგან ორი ტუნისის და უზბეკეთის მოქალაქეა. დანარჩენთა ვინაობა უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები