08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
აფეთქების გამო სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი ერთი რეისი გადაიდო

აფეთქების გამო ვერ შესრულდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი ერთი რეისი. ფრენა თბილისის დროით 23:05 საათზე იყო დანიშნული. რეგისტრაცია 141 მგზავრიდან 126-მა გაიარა. დანარჩენმა კი სავარაუდოდ ვერ მოასწრო.

რეისი ატლას გლობალსს უნდა შეესრულებინა.

ავიაკომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ 22 მგზავრთან მოახერხეს დაკავშირება, რომლებმაც განუცხადეს, რომ უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.

როდის შესრულდება გაუქმებული რეისი, ჯერჯერობით უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები