08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
"ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს" - კვირიკაშვილი თურქეთის ტერაქტს ეხმაურება

თურქეთში მომხდარ ტერაქტს საქართველოს პრემიერმინისტრი საგანგებო განცხადებით ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილი ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, მწუხარებას გამოთქვას.

პრემიერის თქმით, ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით  უნდა შეაჩეროს.  

„უკიდურეს მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც.
შეძრწუნებული ვარ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი ვერაგული აქტით. ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს.
ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას,“- ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები