08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ჩემი კოლეგა თვლის, რომ რუსეთს შეხება არ აქვს მკვლელობასთან - ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრას აჯამებს

გვიან ღამით პრაღიდან თბილისში სტამბოლის რეისით დაბრუნდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი.

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან შეხვედრა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაჯამა.

„ჩემი კოლეგა თვლის, რომ რუსეთის მხარეს არანაირი შეხება არ აქვს ამასთან, არანაირი კავშირი არ აქვს ამ მკვლელობასთან. რომ ეს კონკრეტული ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ჩადენილი დანაშაულია. ჩვენთვის ასეთი მიდგომა მისაღები არ არის. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ამ პასუხისმგებლობას მთლიანად ვერ გადააბარებს, რადგან რუსეთს ამ რეგიონებში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია,“- განაცხადა ზურა აბაშიძემ.

დღის ამბები