08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
სტამბოლის ტერაქტი - პუტინმა ერდოღანს სამძიმარი გამოუცხადა

სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სამძიმარი თურქეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინმაც გამოუცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და რუსეთის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ერდოღანის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლიდერებმა ტელეფონით 40 წუთი ილაპარაკეს. ეს პირველი სატელეფონო საუბარი იყო ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ, რაც ნოემბერში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის საზღვართან რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სატელეფონო საუბარი კონსტრუქციულ და პოზიტიურ გარემოში წარიმართა, ლიდერები ურთიერთობების ნორმალიზებასა და შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.

დღის ამბები