08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
სტამბოლის ტერაქტის გამოძიებაში თურქეთს დახმარებას ბარაკ ობამა სთავაზობს

სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში თურქეთს დახმარებას სთავაზობს ბარაკ ობამა. ამის შესახებ მან ქვეყნის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თურქეთს გამოძიების პროცესში მხარდაჭერა და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით თანადგომა შესთავაზა.

ტერაქტთან დაკავშირებით განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა და საერთაშორისო საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გერმანიაში ბრანდენბურგის კარიბჭე თურქეთის დროშის ფერებით განათდა.

დღის ამბები