08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ნატოს ვარშავის სამიტი და ვიზალიბერალიზაცია - ქართული დელეგაცია გერმანიაში პრეზიდენტის ვიზიტს აფასებს

გერმანიაში პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. გიგი გიგიაძე ასევე მერკელთან დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელობასა და ვიზალიბერალიზაციაზე, 12 ივლისს დაგეგმილ შეხვედრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ფაქტობრივად მთელი სპექტრი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური საკითხები იქნა განხილული. რა საკვირველია ეს ინტენსივობა, რომელიც არსებობს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში, თავის შედეგს გამოიღებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება, ქალბატონ ფედერალურ კანცლერთან და ფედერალურ პრეზიდენტთან,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში, ნატოს ვარშავის სამიტზე ისაუბრებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები