08 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
"ეს მკვლელობა იყო, სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ თურქეთს"- ენტონი ბლინქენი

სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ, ამერიკის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ენთონი ბლინქენმა ვაშინგტონში საჯარო მოხსენების დროს დაგმო ტერაქტი.

ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება გამახვილა შეერთებული შტატების მტკიცე სოლიდარობაზე მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირე თურქეთის მიმართ.

„ჩვენი მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირე თურქეთი კიდევ ერთხელ გახდა ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეს სცენარი თურქეთში ისევ და ისევ მეორდება. გუშინ რაც ვნახეთ, ეს მკვლელობა იყო. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ თურქეთს,“- განაცხადა ენტონი ბლინქენმა.

დღის ამბები