08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა ბიუჯეტის პროექტი - საქართველოს და ტუნისის დახმარება იზრდება

სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების ბიუჯეტის პროექტი დღეს შეერთებული შტატების სენატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა.

კანონპროექტით სრულად კმაყოფილდება პრეზიდენტ ობამას მოთხოვნა 2017 წლის ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და მოკავშირე ქვეყნების დახმარების გათვალისწინებაზე.

პროექტის მიხედვით, მოთხოვნილზე მეტად იზრდება საქართველოს და ტუნისის დახმარება. ყირიმის აგრესიის გარდა, კანონპროექტი შეიცავს ცალკე დებულებას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით.

დამტკიცებული პროექტის სრული ტექსტი სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება.

დღის ამბები