08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
რუსეთი რეგიონში სამხედრო ქმედებას მის პრეროგატივად მიიჩნევს - საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ანგარიში

ალიანსის როლი, უსაფრთხოების გამოწვევები და ვარშავის სამიტი - ამ თემებზე ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ენტონი ბლინკენმა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში. ამერიკელმა დიპლომატმა გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ საქართველოს წვლილსაც გაუსვა ხაზი.

საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრმა მოამზადა ანგარიშიც, რომელიც სწორედ დასავლეთში უსაფრთხოების გამოწვევებს ეხება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი გააგრძელებს პრეტენზიას რეგიონში და არ მოერიდება ძალის გამოყენებასაც, თუ იგრძნობს, რომ მიზნის მისაღწევად ეს ძალა აუცილებელია. თუმცა, კვლევაში აღნიშნულია ნატო – როგორც შემაკავებელი ფაქტორი.

„როგორც საქართველოსა და უკრაინაში ინტერვენციებმა ცხადყო, რუსეთი სამხედრო ქმედებას რეგიონში მის პრეროგატივად მიიჩნევს. თუმცა, თავად ფაქტი, ნატოს გაფართოებასთან და შეიარაღების ზრდასთან დაკავშირებით, მისი დიდი წუხილის თაობაზე, მიანიშნებს, რომ სჯერა ნატოს შემაკავებლობის და ერთიანობის. ფრთხილი იქნება ნაბიჯები, რომლებიც მისი აზრით, ნატოს სერიოზული სამხედრო პასუხის პროვოცირებას გამოიწვევს. ამასთან, ის გააგრძელებს ნატოსა და შეერთებული შტატების ნდობის დაზიანებას, რაც ასევე საფრთხის ქვეშ დააყენებს ალიანსს მომავალში,“- ნათქვამია ანგარიშში.

დღის ამბები