08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
"ნატომ ნათლად დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა ახალი წევრებისთის" - ენტონი ბლინკენი

ალიანსის როლზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და ვარშავის სამიტზე სასაუბროდ დღეს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი ყავდათ მიწვეული.

ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვარშავის სამიტზე წარმოდგენილი იქნება გრძელვადიანი, ძლიერი სამოქმედო გეგმა. დიპლომატმა დღეს გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ საქართველოს წვლილსაც გაუსვა ხაზი.


"მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ვაყენებთ ალიანსს აღმოსავლეთიდან თუ სამხრეთიდან წამოსულ რიგ გამოწვევებთან საპასუხო პოზიციაში. ვარშავის სამიტზე იქნება გრძელვადიანი და ძლიერი გეგმა. წინასწარ არ მინდა თქმა, თუმცა მჯერა, ჩვენ მოვახდენთ დემონსტრირებას, რომ ალიანსი ნამდვილად აკეთებს იმას, რაც საჭიროა, მიიღოს და უპასუხოს ამ ახალ გამოწვევებს. უნდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატომ ნათლად დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა ახალი წევრებისთის, რომლებიც წევრობის სტანდარტს აკმაყოფილებენ. ჩვენ გვყავს რიგი ქვეყნები, რომლებიც არ არიან წევრები, თუმცა გააკეთეს უფრო მეტი, ჩვენს გვერდზე დგომით და თავიანთი სამსახურით, მსოფლიოს ზოგიერთ ურთულეს ადგილას. არავის უმსახურია საქართველოზე მეტი,"- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის განცხადებით, უახლოეს დღეებში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტის დროს, სხვა საკითხების პარალელურად, ქართულ-ამერიკული სამხედრო ურთიერთობებიც იქნება განხილული.

დღის ამბები