08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
სტამბოლის ტერაქტის ამსახველი ახალი ვიდეომასალა-კადრებში თვითმკვლელი ტერორისტი ჩანს

თურქულმა მედიამ სტამბოლის ტერაქტის ამსახველი ახალი ვიდეომასალა გაავრცელა. უსაფრთხოების კამერის მიერ გადაღებულ ჩანაწერში ჩანს, როგორ ესვრის ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი ათათურქის აეროპორტის ლიფტის წინ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ სამართალდამცველს. პოლიციელის ყურადღება მან იმის გამო მიიქცია, რომ ზაფხულში საწვიმარი ეცვა.

პარალელურად, ტერაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველებმა სპეცოპერაციები ჩაატარეს სტამბოლსა და იზმირში. სტამბოლში მათ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე. იზმირში კი 9 ადამიანი აიყვანეს, რომლებსაც ისლამური სახელმწიფოს დახმარებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები