08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ ოფიციალურმა ანკარამ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო ბოდიში მოიხადა

ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ ოფიციალურმა ანკარამ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო ბოდიში მოიხადა. განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიპლომატებთან შეხვედრაზე გააკეთა. პუტინის თქმით, სწორედ ბოდიშის შემდეგ გახდა შესაძლებელი რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობის დაწყება და ამ მიზნით პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარიც გაიმართა.

რუსეთის ლიდერის განცხადების მიუხედავად, რეჟეპ ტაიპ ერდოღანის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ წერილში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას მიწერა მან მხოლოდ სინანული გამოთქვა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე და ბოდიში არ მოუხდია.

დღის ამბები